უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში, ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა
უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში, ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. იენს სტოლტენბერგი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყნის წინსვლას ალიანსში წევრობის გზაზე პოზიტიურად აფასებს. ნატოს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი. განცხადებები დღეს ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა. დახურულ აუდიენციაზე კი განხილვის ერთ-ერთი თემა 31 ოქტომბერს საქართველოში დანიშნული საპარლამენტო არჩევნები იყო.
