ISFED სააკაშვილის არჩევნებში მონაწილეობაზე
მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას, საარჩევნო კოდექსით, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ განუცხადა.მისი თქმით, აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაციამ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს . ცნობისთვის მსგავს ქმედებებზე რეაგირება ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.
