"ევროპული საქართველოს" საარჩევნო სია
"ევროპული საქართველოს" საპარლამენტო გუნდი ცნობილია. ოპოზიციური პარტია ამომრჩეველს უტოვებს უფლებას მათ გადაწყვიტონ თუ ვინ შევა მეათე მოწვევის პარლამენტში. "ევროპულ საქართველოში" განმარტავენ, რომ სიაში პარტიის წარმომადგენლები რიგითობის მიხედვით არ არიან გადანაწილებულნი.