314 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვლილი პაციენტი - ეპიდვითარება საქართველოში
სამი ასეული ახალი შემთხვევა - საქართველო კოვიდ 19 - ის ახალ სტატისტიკაში გადადის. ბოლო 24 საათში ქვეყანას პირველად 314 ინფიცირებული ჰყავს, უმეტესობა კვლავ აჭარის რეგიონს უკავშირდება. დღეს განკურნებულ პაციენტთა მაჩვენებელიც გაიზარდა, კოვიდ კლინიკებიდან 270 ადამიანი გაწერეს. ვირუსით დღეს ორი პაციენტი გარდაიცვალა ერთი აჭარაში , მეორე კი საჩხერეში. 29 სექტემბერს გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა კვლავ აჭარაზე მოდის. რეგიონს ერთ დღეში 225 ინფიცირებული ჰყავს. ახალა ეპიდემიოლოგთა ყურადღების ცენტრშია ბათუმის მოხუცთა თავშესაფარი. ჯამში პანსიონატის 30 ინფიცირებული ჰყავს .დღის განმავლობაში სპეციალისტები კიდევ ხუთი ბინადრის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
