კვლევის ფარგლებში მსოფლიო ბანკის 189 ქვეყანას შორის კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 4-ე ადგილზეა, ევროპაში კი საუკეთესო ოცეულში მე-19-ე პოზიციას იკავებს
„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019“. კვლევის ფარგლებში მსოფლიო ბანკის 189 ქვეყანას შორის კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 4-ე ადგილზეა, ევროპაში კი საუკეთესო ოცეულში მე-19-ე პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ ამ ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მესამედ მოხვდა და რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს. რაც შეეხება რეგულირების ხარისხს - საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზეა, ევროპაში კი 19 -ე პოზიცია დაიკავა. აღნიშნული ხარისხი ფასდება კერძო სექტორის განვითარების მიზნით ქვეყანაში გატარებული რეფორმებით. მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სკალიდან 76.94 მეასედი %-ი მიიღო და ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, ამ რეიტინგით ქვეყანა მსოფლოში 37-ე ადგილზეა, ევროპაში კი 24-ე პოზიციაზე და უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს. და ბოლოს, კანონის უზენაესობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 1 ევროკავშირის 3 და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს. რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე მაგალითად, იტალიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროში. "კვლევის მონაცემები შედეგია რეფორმების და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის" - ასე აფასებენ 2019 წლის კვლევის შედეგებს მმართველ გუნდში. ყურადღებას ამხვილებენ მთავრობის ეფექტურობასა და კორუფციის კონტროლზე
სიუჟეტის ავტორი: ნატა მახვილაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
