გიორგი გახარიას შეხვედრა იენს სტოლტენბერგთან
საქართველოს წინსვლას ალიანში წევრობის გზაზე ნატოს გენერალური მდივანი პოზიტიურად აფასებეს და ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებს. იენს სტოლტენბერგი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს განცხადებები დღეს ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ნატოს გენ მდივნის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთა . მანამდე კი მხარეებმა დახურული აუდიენცია გამართეს სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა 31 ოქტომბერს საქართველოში დანიშნული არჩევნები იყო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში, რაც არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მხარეებმა შეხვედრისას ერთობლივად აღნიშნეს, რომ გასულ წელს ნატო-საქართველოს შორის იყო ძალიან დინამიური თანამშრომლობა პრაქტიკულ დონეზე, მათ შორის წვრთნების ნაწილში.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
