ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილეს ულოცავს ბიძინა ივანიშვილი
“ ბედნიერებაა, პირადად იცნობდე ქართული კულტურის დიდ მოამაგესა და ქომაგს, თავისი საქმის ერთგულ, დაუღალავ კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენი ყველაზე დიდი საგანძურის - უნიკალური ქართული ფოლკლორის აღორძინებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში, რომელიც „ქართული ოცნების“ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა
