ხელოვნების სასახლეში ჯემალ ჭკუასელის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ხელოვნების სასახლეში მომღერლისა და ლოტბარის, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელის - ჯემალ ჭკუასელის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სასახლის „უკვდავთა თაღში“ ჯემალ ჭკუასელის ხელის ანაბეჭდები გაიხსნა, საგამოფენო დაბაზებში კი მერაბ ბერძენიშვილის მიერ ანსამბლისთვის შექმნილი სასცენო კოსტიუმები გამოიფინა. საიუბილეო საღამოს ფარგლებში გაიმართა ჯემალ ჭკუასელის შემოქმედების ამსახველი წიგნის პრეზენტაციაც. სპეციალურად ამ დღისთვის ფოლკლორის ცენტრმა მოიძია და წარმოადგინა ლოტბარის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ქართული სიმღერების აუდიო და ვიდეომასალები. უკვე ცნობილია, რომ 2021 წელს, ოზურგეთში ჯემალ ჭკუასელის სახელობის ყოველწლიური მუსიკალური კონკურსი - ფესტივალი დაფუძნდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საოჯახო ანსამბლები საქართველოს ყველა კუთხიდან.
