თავდაცვის ძალების ახალი ევროპარკი
საქართველოს თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება. ნატოს სტანდარტების, ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, უწყებამ 160 ერთეული ფორდ რეინჯერის ტიპის „პიკაპი“ შეისყიდა. ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის პროცესს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ. ცნობისთვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი თავდაცვის ძალების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
