ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - პირდაპირი ჩართვა "ქრონიკაში"
ცეცხლი ელიავას ბაზრობაზე ხის მასალების საწყობსა და რამდენიმე მაღაზიას ღამით გაუჩნდა . განადგურებულია დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზრობა დაზღვეულია. ადგილზე მობილიზებული იყო 16 სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ელიავას დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე დილიდან ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გაირკვევა წინასწარი მიზეზი , თუ რამ გამოიწვია სავაჭრო სივრცეში ხანძრი . ძლიერმა ცეცხლმა გაანადგურა ათეულობით მაღაზია
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
