კვლევის ფარგლებში საქართველო კორუფციის კონტროლის მიხედვით მსოფლიოში 41-ე, ევროპაში კი მე-19 ადგილზეა
„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019“-ი კვლევის ფარგლებში მსოფლიო ბანკის 189 ქვეყანას შორის კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა , ევროპაში კი საუკეთესო ოცეულში მე-19-ე პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ ამ ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მესამედ მოხვდა და რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს. რაც შეეხება რეგულირების ხარისხს - საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზეა , ევროპაში კი 19-ე პოზიცია დაიკავა . აღნიშნული ხარისხი ფასდება კერძო სექტორის განვითარების მიზნით ქვეყანაში გატარებული რეფორმებით. მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სკალიდან 76.94 მეასედი %-ი მიიღო, და ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, ამ რეიტინგით ქვეყანა მსოფლოში 37-ე ადგილზეა, ევროპაში კი 24-ე პოზიციაზე და უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს, და ბოლოს კანონის უზენაესობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 1, ევროკავშირის 3 და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს. რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე მაგალითად იტალიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და , მონტენეგროში.
