314 ახალი შემთხვევა და კიდევ ერთი გარდაცვლილი პაციენტი
სამი ასეული ახალი შემთხვევა. საქართველო კოვიდ 19-ის ახალ სტატისტიკაში გადადის. ბოლო 24 საათში ქვეყანას პირველად 314 ინფიცირებული ჰყავს, უმეტესობა კვლავ აჭარის რეგიონს უკავშირდება. დღეს განკურნებულ პაციენტთა მაჩვენებელიც გაიზარდა. კოვიდ კლინიკებიდან 270 ადამიანი გაწერეს. ფატალურმა შემთხვევებმა ერთით მოიმატა ჯამში ვირუსს 33 პაციენტი ემსხვერპლა.
