იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილებებს მხარი დაუჭირა
კანონპროექტი სესიაზე მიმდინარე კვირას გავა. მანამდე კი მას ვენეციის კომისია გაეცნობა, მმართველმა გუნდმა პროექტი უკვე გაგზავნა და დასკვნას ელის. დღევანდელ სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.
განხილვაზე გამოცხადდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. მესამე მოსმენა შინაარსობრივ მსჯელობას არ ითვალისწინებს, თუმცა ჯანეზაშვილს პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცა. დავა იმ ნორმამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც,
დახურული სხდომის დეტალების გასაჯაროვება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
