არჩევნებამდე 33 დღით ადრე პირველი საარჩევნო ინციდენტი ბოლნისში მოხდა
ჩაიხანაში დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების პოლიტიკური ნაწილი გრძელდება. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, რამდენიმე უკვე გაწერეს, თუმცა ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა თავი თავად დაიზიანეს. „ქართული ოცნება“ მათ პროვოკაციაში ადანაშაულებს, თავის მხარდამჭერებს კი თავშეკავებისკენ მოუწოდებს. გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა მმართველი გუნდს წარმომადგენლები გამოკითხეს, ნაციონალური მოძრაობა კი პროცესის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით წარმართვას მოითხოვს. "ქრონიკა" ესაუბრა ორივე მხარეს, ასევე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოგი მეშველიანს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
