სამხრეთი კავკასია ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ზღვარზეა
მეორე დღეა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებაც.
თბილისი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. საქართველო მზად არის სამშვიდობო პროცესში ჩაერთოს, ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.
განცხადებები გაავრცელეს საპატრიარქომ, პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ
დღეს განცხადებები გააკეთეს თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის საელჩოს წარმომადგენლებმა. მხარეები ვითარების ესკალაციაში და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
