თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
მორალისტობა არ მინდა უბრალოდ ჩემი გადაწყვეტილების არგუმენტი მინდა გავაცნო იმედის კვირის და ქრონიკის მაყურებელს. გასულ კვირას ყველა ტელევიზიის ჟურნალისტს ქონდა შესაძლებლობა მოესმინა ჩანაწერები, რომელიც გარდაცვლილმა ბაჩალიაშვილმა სოცხლეში გააკეთა. ეს ჩანაწერები ძალიან პირადულია, შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის რომ მას ქონდა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბევრი მიზეზით,როგორც პირადული ისე სამსახურეობრივი და კარიერული ზრდის მიმართულებით. ეს ჩანაწერები კიდევ ერთხელ ვაბობ იმდენად პირადულია და მოსამსენად შემზარავი მისი ეთერში ჩვენება გარდაცვლილის პირადი სივრცის გამომზეურება, შეურაცხყოფა და ოჯახის უფლებების დარღვევაა და მე როგორც საინფორმაციო დეპარტამენტის ხელძღვანელმა ამის ტირაჟირებაზე უარი ვთქვი და საბედნიეროდ არც არხზე მომუშავე რომელიმე ჟურნალისტს გასჩენია აზრი ეს ჩანაწერები ეთერში მოხვედრილიყო. რუსა შელია მუშაობს ბაჩალიაშვილის თემაზე და მისი დღევანდელი რეპორტაჟი ფურცხვანიძის ფაქტორს და რამიშვილის ცვალებად პოზიციას შეეხება. მტკიცებულებად წარგენილმა გაყალბებულმა ფოტოებამ უკუ ეფექტი გამოიღო.
