კახა კუჭავას სტატია
„ევროკავშირთან ინტეგრაციის გზიდან გადახვევისგან“ შორს მყოფი საქართველო უფრო ახლოს არის მასთან, ვიდრე ოდესმე. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა „ემერჯინგ იუროფში“. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში საუბარია საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურ კურსზე და ბოლო წლებში გაუმჯობესებულ საერთაშორისო ინდიკატორებზე, ასევე კვლევების შედეგებზე. ნახსენებია, რომ საქართველო ბიზნესგარემოს მიხედვით მე-7 ადგილზეა მსოფლიოში. ასევე აღნიშნულია ჰერითიჯ ფოუნდეშენის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მე -12 პოზიცია და კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლა.
