კახაბერ ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგებს კიდევ ათობით მოქალაქე გამოაკლდა
მიზეზი ისევ ნაციონალურ მოძრაობასთან მისი ალიანსია. უკვე მე-14 დღეა საპროტესტო აქციები იმართება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოქრიაშვილი მაჟორიტარობისთვის ახლა მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ სახელით იბრძვის. დღეს საპროტესტო აქცია წალკაში გაიმართა, სადაც შეკრებილები აცხადებდნენ, რომ მათთვის ოქრიაშვილის ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა მიუღებელია და საპარლამენტო არჩევნებში მხარს მას აღარ დაუჭერენ. ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგებს ჯამში უკვე 650-მდე ადამიანი გამოაკლდა.
