დავით ფურცხვანიძე დააკავეს
მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება, პროკურატურამ დავით ფურცხვანიძე დააკავა. სწორედ მისგან ჰქონდა ე.წ. სატელიტის ფოტოები ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს. რა მოტივი ამოძრავებდა დაკავებულს საგამოძიებო უწყების პასუხი ასეთია. ფურცხვანიძე საკუთარი ორგანიზაცის რეკლამირებას ცდილობდა სხვადასხვა დონორებისგან დაფინანსების მოსაზიდად. ეს ეპიზოდი ბაჩალიაშვილის საქმიდან გამოიყო. მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების საფრთხის ფონზე, პროკურატურა ფურცხვანიძის პატიმრობას მოითხოვს. ადვოკატმა კი მის დაცვაზე უარი თქვა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
