პრემიერის მიმართვა გაეროს გენერალურ ასამბლეას
საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას, ქვეყნის ევროპული არჩევანი კონსტიტუციით არის გარანტირებული, 2020 წლის არჩევნები კი თავისუფალ, დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაივლის. ეს მთავრობის მეთაურმა გაეროს უთხრა. პანდემიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კოვიდ 19-მა განსხვავებული შესაძლებლობების ქვეყნები ერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. ამ ვითარებაში კი ერთობის მნიშვნელობა კიდევ უფრო მძაფრად გამოჩნდა. „ძალა ერთობაშია“ - საქართველოს გერბზე დატანილი ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრმა გენერალური ასამბლეის სესიის მონაწილეებს უთხრა და მსოფლიოს შეახსენა, რომ ვირუსთან ბრძოლის გზაზე ეს ერთადერთი გამოსავალია. გიორგი გახარიამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
