საზოგადოებრივ მაუწყებელს, ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ამ პოსტზე, მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას მხარი, საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ერთი ხმა ხათუნა ლაგაზიძეს ერგო, ირმა სოხაძეს კი არცერთი. თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად, გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს; არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.
