სტატია საქართველოზე
„საქართველო პრობლემას წარმატებულად უმკლავდება და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია იმიტომ, რომ საქართველო რეგიონში გამონაკლისს წარმოადგენს - წერს გამოცემა ეუროლათიო სტატიაში სათაურით - „კოვიდ 19 „ქართულ ოცნებასა“ და ამერიკულ კოშმარს შორის“. როგორც სტატიის ავტორი ჟორჟ ესტივენარტი აღნიშნავს, სახელმწიფომ თავისი სტრატეგია საპრევენციო ღონისძიებების ხელშეწყობით, რეაქტიულობაზე, კომუნიკაციასა და მოსახლეობის მობილიზაციაზე დააფუძნა. „საქართველოს მთავრობამ, კარგად შეასრულა თავისი მისია, დაიცვას ქვეყნის მოსახლეობა, წერს ავტორი სტატიაში. ჟორჟ ესტივენარტის თქმით, გატარებული ღონისძიებები და უკვე მიღებული შედეგები "ქართული ოცნების" მთავრობას საშუალებას აძლევს, 2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების იმედი ჰქონდეს. მასალაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსებმა კოვიდ-19-თან დაკავშირებული კომუნიკაცია ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების „სამ მუშკეტერად“ ცნობილ სამეულს მიანდეს, რომელმაც საოცრად იმუშავა.
