კახა კუჭავას სტატია
„ევროკავშირთან ინტეგრაციის გზიდან გადახვევისგან“ შორს მყოფი საქართველო უფრო ახლოს არის მასთან ვიდრე ოდესმე. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა, ემერჯინგ იუროფში. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, საუბარია საქართველოს ხელისუფლების პრო დასავლურ კურსზე და ბოლო წლებში გაუმჯობესებულ საერთაშორისო ინდიკატორებზე და კვლევების შედეგებზე. ნახსენებია, რომ საქართველო ბიზნეს გარემოს მიხედვით მე-7 ადგილზეა მსოფლიოში. ეს უფრო მაღალი პოზიციაა, ვიდრე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ის და აშკარად, არ შეესაბამება „დემოკრატიისთვის ცუდ ნიშანს“.
