კიბერუსაფრთხოების ფორუმი
საქართველომ კიბერუსაფრთხოების პირველ ფორუმს უმასპინძლა. მონაწილეებმა ამ მიმართულებით ქვეყანასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ინფორმაციის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებულად საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. კიბერუსაფრთხოების ფორუმი, მთავრობის მეთაურმა გახსნა. გიორგი გახარიამ ყურადღება ეროვნული მასშტაბის სტრუქტურის არსებობის აუცილებლობაზე გაამახვილა, რომლის უფლებამოსილებაში შესაბამისი სექტორული უწყებების კოორდინირება შევა. მისი შეფასებით, ამ კონტექსტში დიდ მნიშვნელობას იძენს ეროვნული მასშტაბის კიბერინციდენტების იდენტიფიცირება და მათი მართვა.
