სოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია - მან ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა
სოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია. 86 დღიანი პატიმრობის შემდეგ ის ერგენთის ეგრეთწოდებულ გამშვებ პუნქტთან, ქართულ მხარეს გადმოსცეს. ხვიჩა მღებრიშვილს დე-ფაქტო ცხინვალი აბსურდულ ბრალდებას უყენებდა და ლუგარის ლაბორატორიაში ჩაბარების მიზნით ღამურების დაჭერას ედავებოდა. ის მოგვიანებით ეგრეთწოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გაასამართლეს. ამ დროისათვის გათავისუფლებული პირი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში გადაიყვანეს. ის ოჯახში სწორედ, სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაბრუნდება
