168 ახალი შემთხვევა აჭარაში - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა
კორონავირუსით გარდაცვლილი ოცდამეშვიდე პაციენტი, ბათუმში მკურნალობდა. მედიკოსთა ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტვის 80 პროცენტიანი დაზიანება აღენიშნებოდა, ჰქონდა თანმდევი დაავადებებიც. რაც შეეხება უახლეს კოვიდ სტატისტიკას 265 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა 168 ისევ აჭარიდან არის. რეგიონში მორიგი ანტი რეკორდის ფონზე, ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
