ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრამდე, თავდაცვის უწყებაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის გაიმართა, რის შემდეგაც მინისტრებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს, ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგას ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეზე, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე ისაუბრეს.
