სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის
მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის პროგრესი მიმოიხილეს და ისაუბრეს პარტნიორობის გაღრმავების გზებზე, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებებით. დიპლომატიური უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა კოლეგას მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუარესებული უსაფრთხოებისა და მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
