საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება
ტიბორ ბენკოს ცოტა ხნის წინ პრემიერმა უმასპინძლა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე. ტიბორ ბენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი.
