რობერტ ო ბრაიანი „ტვიტერში“ საქართველოს პრემიერთან სატელეფონო საუბარს ეხმიანება
„ვაგრძელებთ ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს ძლიერი პარტნიორობის გაფართოებას“, - ეს არის ციტატა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შტატების პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებიდან. როგორც ო ბრაიანი აღნიშნავს, გიორგი გახარიასთან განხილვის ძირითადი თემა ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საკითხში განხორციელებული წინსვლა იყო.
