„ცხინვალი-1920“ - ამ სახელწოდების დოკუმენტური ფილმის პრემიერა 30 სექტემბერს გაიმართება
დოკუმენტურ ფილმზე ქართველ ისტორიკოს-მკვლევართა ჯგუფმა იმუშავა. ავტორების თქმით, ეს რუსულ ბრალდებებსა და დეზინფორმაციაზე პასუხი იქნება. ფილმში აღწერილია 1920 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მოვლენები.
