"დანერგე მომავალი"
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროგრამა ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში 178 ჰექტარზე მოცვის ბაღი გაშენდა. სახელმწიფო პროგრამის ახალი კომპონენტი, ნახევარ ჰექტრამდე ფართობზე მოცვის გაშენებას სრულად აფინანსებს. ფერმერ ალექსანდრე გარმელიასა და გიორგი ზაქარაიას მოცვის ბაღები ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერა. ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, სოფლის მეურნეობის დახმარება ფერმერებზე მორგებული პროექტებით მომავალშიც გაგრძელდება.
