კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დაბა ლაითურშიც შეიზღუდა გადაადგილება
მოსახლეობის შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ. დაბაში 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ოზურგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა. რაც შეეხება რეგიონს, გურიაში 84 კოვიდინფიცირებულია.
