დღეიდან აჭარაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მუშაობს. ხვალიდან კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც იკრძალება. ამასთან კვების ობიექტები 22 საათზე დაიხურება. სკოლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება. ამ დროისათვის წითელ ზონაში ათას 200-ზე მეტი კოვიდპაციენტია. 500-მდე მათგანი კლინიკებში მკურნალობს, დანარჩენი საკარანტინო სივრცეებსა და სახლებში.
