ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები, რომელმაც შესაძლოა, დავით-გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს ახალი მიმართულება მისცეს
სიახლის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას ისაუბრა. მხარეებმა სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით და მათ შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის შესახებ ისაუბრეს. ორივე მინისტრმა იმედი და ოპტიმიზმი გამოხატა იმის შესახებ, რომ შეთანხმება როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ინტერესის გათვალისწინებით მოხერხდება.
სიუჟეტის ავტორი: ნატა მახვილაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
