გიორგი გახარიას განცხადება
კოვიდ 19- ის წინააღმდეგ საქართველოს გამოცდილებაზე მთავრობის ხელმძღვანელი დღეს "ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტზე, ისაუბრებს . ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს გააცნობს კორონავირუსის მიმართ საქართველოს ნაკისრ ვალდებულებას რეაგირებისა და მდგომარეობის აღდგენის საქმეში, როგორ აპირებს ქვეყანა ღია მმართველობის პრინციპების - გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის - შეტანას.
