„აღმოაჩინე საქართველო“ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფოტოკონკურსს იწყებს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იწყებს ფოტოკონკურსს, რომელიც საშუალებას აძლევს ფოტოგრაფებს, წვლილი შეიტანონ ქვეყნის ტურისტული მიმართულებით გაძლიერებაში. პროექტში „აღმოაჩინე საქართველო“ მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომლის ობიექტივშიც საქართველოს კულტურა, ბუნება და ქვეყნის სხვა ღირსშესანიშნაობები მოხვდა. საუკეთესო ფოტოების ავტორებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დააჯილდოებს. ფოტოების წარდგენის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
