მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს მორიგი ინაუგურაცია გაიმართა
თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ პოსტფაქტუმ გახდა ცნობილი, როცა ვიდეომასალა საინფორმაციო სააგენტო „ბელტამ“ გაავრცელა. ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში ჩატარდა. ინაუგურაციაზე მიწვეული იყო ასობით სტუმარი, მათ შორის, მაღალჩინოსნები, წარმომადგენელთა პალატის დეპუტატები და რესპუბლიკის საბჭოს წევრები, ასევე მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები. საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 9 აგვისტოს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80 როცენტზე მეტი მოიპოვა. ოპოზიციამ ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. მას შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. რუსეთისგან განსხვავებით, ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას ევროკავშირი არ აღიარებს.
