ოქრიაშვილს მხარდამჭერები ტოვებენ
ის, რომ კახაბერ ოქრიაშვილმა პოლიტიკური ხედვა რადიკალურად შეიცვალა და ნაციონალირ მოძრაობას რვა წლის შემდეგ ისევ შეუერთდა, უკვე მე-12 დღეა ხდება საპროტესტო აქციების მიზეზი იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ის მაჟორიტარობისთვის იბრძვის, ახლა მოძრაობის- „ძალა ერთობაშია” სახელით. დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილისა და ბოგვის მოსახლეობა შეიკრიბა და ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები კიდევ ოცდაათამდე ადამიანმა დატოვა. მისი უკვე ყოფილი მხარდამჭერები ამბობენ, რომ მათთვის ოქრიაშვილის პოლიტიკურად მერყევი ხასიათი მიუღებელია და ის ადამიანი, რომელიც პარტიიდან პარტიაში მოგზაურობს, მაჟორიტარ დეპუტატად არ სურთ. ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგებს ბოლო დღეების განმავლობაში ჯამში 500 ზე მეტი ადამიანი გამოეყო.
