პრემიერის განცხადება
საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან, ო’ბრაიენთან საუბრის შესახებ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ორი ერი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ათვისებას განაგრძობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველ, რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.
