ბოლო მონაცემები კოვიდ 19-ის შესახებ რეგიონებიდან და დედაქალაქიდან
დაძაბული, მაგრამ მართვადი... ასე აღწერენ ეპიდემიოლოგები ქვეყანაში არსებულ ვითარებას. კოვიდ 19-ს ბოლო 24 საათში ორი ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა კი კვლავ 200-ს აღემატება. ყველაზე საყურადღებოა აჭარის რეგიონი. ვირუსი ვრცელდება იმერეთსა და სამეგრელოშიც. დედაქალაქში უფასო ტესტირება დაიწყო. ვიდრე გაირკვევა, რამდენად ცირკულირებს ვირუსი თბილისში, სპეციალისტების ყურადღების ცენტრში კვლავ აჭარაა. რეგიონის მედიკოსებთან ერთად მუშაობს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი. რაც შეეხება გარდაცვლილებს ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები აწუხებდა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
