საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი დაესწრო. თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უწყებები საპილოტე რეჟიმში გამოაქვეყნებენ 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სტატისტიკურ ანგარიშს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება გაეცნოს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ერთიან, მონაცემებს. მემორანდუმით გათვალისწინებულია უწყებების ანგარიშვალდებულება ერთმანეთის მიმართ ინფორმაციის გაზიარების თაობაზე. აღნიშნული მიდგომა შეესაბამება ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სფეროში არსებულ შიდა სახელმწიფოებრივ და საერთაშორისო სტანდარტებს.
