სტატუსით თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველები თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ
მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და კომპიუტერში უკანონოდ შეღწევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სტატუსით თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველები თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ. გამოძიებას კითხვები ჰქონდა სატელიტის იმ ფოტოებთან დაკავშირებით, რომლებიც მიხეილ რამიშვილმა გაასაჯაროვა, მოგვიანებით კი ესპერტიზამ თქვა, რომ ფოტოები ყალბია. პროკურორების კითხვები შეეხებოდა დავით ფურცხვანიძესთან ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების კომუნიკაციას, თუმცა პროკურორის განმარტებით, მიხეილ რამიშვილს გარკვეულ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა.
