გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 58887-ით გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 1583-ით
ოფიციალური მონაცემებით, სულ ინფიცირებულია 31 მილიონ 830 ათასამდე ადამიანი, გარდაცვლილია 977 ათასამდე პაციენტი, ხოლო განკურნებულია 23 მილიონ 430 ათასზე მეტი. კოვიდსტატისტიკაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი და ბრაზილია. ევროპის უმეტეს ნაწილში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, ძალაში შევიდა ნაწილობრივი შეზღუდვებიც. სომხეთში ბოლო 24 საათში 210 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ აქ 47 870-ს გადააჭარბა. აზერბაიჯანში 98-ითაა გაზრდილი კოვიდპაციენტთა რიცხვი და 39 400-ს უახლოვდება, თურქეთში კი ინფიცირებულებს ათას 700 პაციენტი დაემატა და ჯამში მათი რიცხვი 306 300-სს აჭარბებს.
