შალვა კერესელიძე მოსახლეობას შეხვდა
ხევსურეთის და არხოტის ხეობის სოფლებში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის სარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. შალვა კერესელიძე ბარისახოს, გუდანის, როშკის, არხოტის და ამღის მოსახლეობას შეხვდა, მათ საკუთარი გეგმები გააცნო და მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა.
