17 ახალი კოვიდპაციენტია სამეგრელო-ზემო სვანეთში
ინფიცირებულთა შორის 14 ზუგდიდის მცხოვრებია, ორი ხაიშის თემიდანაა, ერთი კი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოვიდა. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდიდან პაციენტებს შორის არიან მერიის თანამშრომლები, ხაიშის შემთხვევაში კი დაინფიცირდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც კორონავირუსი ქობულეთელი მასწავებლისგან გადაედოთ. რეგიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში 39 ახალი შემთხვევა დასასტურდა.
