კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა იმერეთში
მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, ყველა მათგანი ადრე გამოვლენილ პაციენტებთან კონტაქტში მყოფია. ისინი ოქროს ბირჟისა და ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის კლასტერს უკავშირდებიან. ამ დროისთვის იმერეთის კოვიდ-კლინიკებში სხვადასხვა რეგიონიდან 288ა პაციენტს მკურნალობენ. მათგან 150-ზე მეტი შემთხვევა იმერეთშია გამოვლენილი.
