თავდასხმა საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ერთ-ერთ თანამშრომელზე
ინციდენტი 21 სექტემბერს ფედერაციის ოფისში, პეკინის ქუჩაზე მოხდა. კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტი „ქრონიკასთან“ ყვება, რომ დაპირისპირება ძაღლის საბუთის მოთხოვნას მოჰყვა. გია გიორგაძის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს საგვარეულო ნუსხის წარდგენის გარეშე სურდა საბუთის მიღება, რისი უფლებაც, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ფედერაციას არ აქვს. უარის მიღების შემდეგ, ძაღლის პატრონი მის ერთერთ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებული კლინიკაშია მოთავსებული და მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აქვს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
