კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო დღე ღამეში კორონავირუსით 227 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი. ქვეყანაში კოვიდ 19-ის გავრცელების მასშტაბმა ახალ პიკს მიაღწია. ჯამში ვირუსის გამოვლენიდან დღემდე, ინფიცირების 4 ათას 140 შემთხვევა აღირიცხა, სულ ინფექციას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბოლო ორი დღის განმავლობაში.
