პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
ასევე, დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდება უკანონოდ ჩამორთმეული ქონება - ბათუმში გონიოს დასახლებაში მდებარე 603 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2006 წელს ს.შ-სთან სამართალდამცავი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, თუ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს უსასყიდლოდ არ გადასცემდა, მის მიმართ ყველაზე მკაცრი სასჯელი იქნებოდა გამოყენებული, უწყების ცნობით, ს.შ იძულებული გახდა უკანონო მოთხოვნას დათანხმებოდა.
